ცემეს თუ არა მე-10 კლასელს მასწავლებლის დავალებით
3,938 views · Published 2 November 2017 · 6:04 · Indexed 31 October 2026
Channel: info rustavi · 2017 · People & Blogs
მეათე კლასელის ბიძა სამოქალაქოს მასწავლებელს უფროსკლასელების მისი ძმისშვილის წინააღმდეგ წაქეზებაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, მარტვილის ერთ-ერთი კერძო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე უფროსკლასელებმა სცემეს. ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, 15 წლის ბიჭის პოზიცია ლგბტ თემთან დაკავშირებით გახდა. თავდაპირველად სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მოსწავლეებმა პედაგოგს ფეხბურთელ გურამ კაშიას პოზიციაზე ლგბტ თემის შესახებ ჰკითხეს. საკითხმა კლასში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მეათე კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ კი მოგვიანებით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გეი წყვილის ხელის თხოვნის ამსახველი ვიდეო გააზიარა და მასთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. პოსტს კომენტარები როგორც თანაკლასელებისგან ასევე სამოქალაქოს მასწავლებლისგანაც მოჰყვა. მომდევნო დღეს კი გაკვეთილების შემდეგ მოზარდასა რამდენიმე მაღალკლასელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 15 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდს : http://inforustavi.ge/ შემოგვიერთდით Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/inforustavi გამოგვყევით Twitter-ზე: https://twitter.com/inforustavi გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი: https://www.instagram.com/info.rustavi/ For more information visit us on : http://inforustavi.ge/ Facebook : https://www.facebook.com/inforustavi Twitter: https://twitter.com/inforustavi Instagram: https://www.instagram.com/info.rustavi/
More from this channel
-
0:42
Prisoner escaped | პატიმრის გაქცევა
-
1:32
rustavi public transport | რუსთავის შიდასაქალაქო ტრანსპორტი
-
0:44
Female police officer |რუსთაველი პოლიციელი ქალი
-
0:57
The Prime Minister visited the enterprises | პრემიერმა საწარმოები დაათვალიერა
-
2:39
candidates vocation | კანდიდატების მოწოდებები
-
3:09
Who cut trees down? | ვინ მოჭრა ხეები იაღლუჯზე?
-
0:41
ხანძარი სადარბაზოში | fire
-
1:33
საპროტესტო აქცია ჭყონდიდელის დასახლებაში.